ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციის მხრიდან საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება თავიდანვე უფრო “რომანტიკული წამოწყება“ იყო, ვიდრე რეალური საფუძვლის მქონე განცხადება

ეს იმთავითვე, უფრო “რომანტიკული წამოწყება“ იყო, ვიდრე რეალური საფუძვლის მქონე პოლიტიკური განცხადება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციას შორის საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ არის მოსალოდნელი, რომ პირობითად ნინო ბურჯანაძის მომხრეებმა, რაც არ უნდა მოწოდება გააკეთოს ბურჯანაძემ, მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ან პირიქით. მისივე თქმით, „შეიძლება ეს ორი შეთანხმდეს პარტიის ცენტრალურ ოფისში, მაგრამ ქვედა დონეზე არ იმუშავებს ეს შეთანხმება“.

„ეს იმთავითვე იყო რთული საკითხი. თავიდანვე ვამბობდი, რომ რთული იქნება მაჟორიტარებზე შეთანხმება იმიტომ, რომ ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში წამყვანი პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. გამოვა, რომ რაიონებში ან რეგიონში სხვა პარტიიდან თუ იქნება მაჟორიტარი დასახელებული, „ნაციონალური მოძრაობის“ პირველმა ეშელონებმა ადგილზე უნდა იმუშაონ სხვა პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ და ძალიან რთულია ასეთ დროს დაარწმუნო პარტიის წევრები, რომ იმუშაონ სხვა პარტიებისთვის. გარდა ამისა, მაჟორიტარის დაყენება ეს გარკვეულწილად ნიშნავს ორგანიზებულობას და პროპორციულ არჩევნებში ხმების მოტანას, მუშაობს ეს არჩევნების პროპორციულ ნაწილზეც, მითუმეტეს როდესაც ლაპარაკია ქვეყნის 30 ოლქად დაყოფაზე, აქ შეთანხმება კი არაა მარტო, ინტერესია სხვადასხვაგვარი.

როცა ლაპარაკია, რომ ეს მეორე ტურშიც შესაძლებელია, ეს შეუძლებელია. კი, შეიძლება პარტიის ლიდერებმა მოუწოდონ ამომრჩევლებს, რომ ხმა მიეცით მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს, მაგრამ ასე მარტივად არ ხდება, რომ პარტიის ლიდერის მოწოდებაზე ამომრჩეველი აუცილებლად ხმას მისცემს ოპოზიციურ კანდიდატს. ძალიან გამიკვირდება, რომ ბურჯანაძის მომხრე ელექტორატმა, როგორც არ უნდა მოუწოდოს ბურჯანაძემ, ხმა მისცეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ან პირიქით. შეიძლება ეს ორი შეთანხმდეს პარტიის ცენტრალურ ოფისში, მაგრამ ქვედა დონეზე არ იმუშავებს ეს შეთანხმება. ეს არის რთული პროცესი, მეორე ტურშიც კი. მეორე ტურის შედეგის ძირითადად განმსაზღვრელი იქნება პროპორციული და მაჟორიტარული შედეგები, ამიტომ ეს იმთავითვე უფრო „რომანტიკული წამოწყება“ იყო, ვიდრე რეალური საფუძვლის მქონე პოლიტიკური განცხადება. იგივე ხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით. როგორ ჰგონია ვინმეს, რომ წამყვანი პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი დეპუტატი ეყოლება, ვინმე სხვას დაუთმობს პრემიერობის სავარძელს? ეს ხომ აბსურდია... ბევრი პრობლემაა, რომელთა დაძლევა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რამდენად პრაქტიკულად, ეს ცოტა საეჭვოა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატის პრაიმერის წესით შერჩევის საკითხს, ის ამბობს, რომ ეს არარეალურია და გამორიცხულია, ოპოზიციამ საერთო კანდიდატზე შეთანმხმება მოახერხოს.

„ოპოზიციამ დაასახელოს რამდენიმე კანდიდატი არჩევნებამდე, არა ერთი, არამედ რამდენიმე. ვაშაძე ხომ დასახელდა? „ნაციონალებმა“ ვიღაც დაასახელონ, „ევროპულმა საქართველომ“ - ვიღაც, რამდენიმე კანდიდატი დასახელდეს, რომ ზოგადად ამომრჩეველმა იცოდეს, რომ აი, ამ ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთი იქნება პრემიერი, მაგრამ ეს პრემიერი იქნება იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური მანდატების რაოდენობა 76-ს გადააჭარბებს. ეს რეალურია, სხვაგვარად გამორიცხულია დღეს ვინმე დათანხმდეს იმაზე, თუ ვინ იქნება კანდიდატი, ეს არის ზოგადი ლაპარაკი“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს