უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა წინა დღესთან შედარებით 47%-ით გაიზარდა

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 823-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთი დღის წინ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 328 შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში წინა დღესთან შედარებით 47%-ით გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში „კოვიდ 19“-ს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 735-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათ რიცხვს 362 პაციენტი შეემატა და 10 440-მდე გაიზარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს