ეკა ბესელია - ჩვენი ხმების გამო საარჩევნო კანონპროექტი არ უნდა ჩავარდეს

ჩვენი ხმების გამო საარჩევნო კანონპროექტი არ უნდა ჩავარდეს. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და არ ვარ ერთადერთი ვინც ასე ფიქრობს,- ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელია ამბობს, რომ საკონტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, სწორედ მას აკისრია, ის არის პასუხისმგებელი სტაბილურობაზე, საარჩევნო ცვლილებაზე, რომელიც იყო საჯარო დაპირება .

"რაც შეეხება ოპოზიციის პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია პასუხისმგებლობისგან სრულად ვერ გათავისუფლდება. პასუხისმგებლობის გარკვეული წილი მოდის ჩვენზე. ეს პასუხისმგებლობა, მაგალითად, გამოიხატება იმ დღეს, როდესაც კენჭისყრა ჩატარდება, ჩვენი ხმების გამო ეს კანონპროექტი არ უნდა ჩავარდეს, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და არ ვარ ერთადერთი ვინც ასე ფიქრობს. თუმცა, წინაპირობები, რომელიც ქმნის ბარიერს ამ კენჭისყრაში ყველას მონაწილეობის, ეს წინაპირობები უნდა შესრულდეს და ეს ბარიერები უნდა მოხსნას თავად ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ. იწილო-ბიწილო და გადაბრალება იქეთ-აქეთ არ გამოვა, იმიტომ რომ ეს არის სრულად ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა, წინაპირობების დაცვა და ბარიერების მოხსნა. მაგრამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავა სწორედ იმ კენჭისყრაზე, სადაც 113 ხმას არ უნდა დააკლდეს ჩვენი ხმა. თუკი უმრავლესობიდან მას ყველა მისცემ ხმას, აღმოჩნდება, რომ ოპოზიციის ხმა დააკლდა და ამის გამო საარჩევნო სისტემა ჩავარდება, ეს იქნება ნაწილობრივ ჩვენი პასუხისმგებლობა",- განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი,რომ ახალ საკონტიტუციო ცვლილებებთან მიმართებითაც ისეთი სიურპრიზი მიიღოს საზოგადოებამ, როგორც ეს იყო გასული წლის 14 ნოემბერს, როდესაც საარჩევნო ცვლილების პროექტი ჩავარდა, ბესელია პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.

"მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არაფერი გამორიცხული არ არის.ისეთი რამეც კი, რაც შეიძლება ლოგიკურ განსჯას სცდებოდეს და შეიძლება ვერ წარმოგვედგინოს. მე ვუშვებ ნებისმიერი სცენარის განვითარებას ლოგიკის საპირისპიროდ. სამწუხაოდ, ეს არის მოცემულობა და ზუსტად იმიტომ,რომ ეს არის მოცემულობა, როცა ძნელია სამართლის, კანონის და პოლიტიკური წესების სივრცეში მოაქციო ამ პროცესის განვითარება, ამიტომაც გვმართებს ჩვენ მეტი სიფრთხილე, რომ არ დავუშვათ ის, რომ მიზეზის ძებნაში მყოფი ხელისუფლება აღმოჩნდეს ამ მიზეზით შეიარაღებული", - განაცხადა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს