ექიმის ინფორმაციით, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტს გულის მუშაობა აღუდგინეს და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცეტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთვაზე იმყოფება.

“კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას.

სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე”,- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა