მოახლოებული ციკლონის გამო, მუმბაიდან ათასობით ადამიანის, მათ შორის კოვიდინფიცირებულების ევაკუაცია განხორციელდა

ინდოეთის ქალაქ მუმბაის ციკლონი „ნისაგრა“ უახლოვდება, რის გამოც ქალაქიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევაკუირებულ მოქალაქეებს შორის 150 კოვიდინფიცირებული პაციენტიცაა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან თავიანთი სახლები, მოამზადონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნაკრებები, საჭირო დოკუმენტები და ნივთები კი წყალგაუმტარ კონტეინერებში შეინახონ.

მუმბაიში 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი და ფინანსური ცენტრია. აღსანიშნავია ისიც, რომ მუმბაი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, მუმბაიში კორონავირუსის 40 000 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1400 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა