სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს 3000-ლარიანი ჯარიმები ჩამოაწერონ

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმები ჩამოაწერონ.

რაც შეეხება პირბადეების გამოუყენებლობაზე ჯარიმას, კაპანაძის განცხადებით, ზოგადად პირბადის ტარება მნიშვნელოვანია და ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა.

„შესაბამისად, ჯარიმაც უნდა არსებობდეს, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ჯარიმა, რომელიც აქამდე იყო დაწერილი, 3000 - ლარიანი ჯარიმები, რომელსაც მოსახლეობა ფიზიკურად ვერ გადაიხდის, დროულად იყოს ჩამოწერილი. ჩვენი ამოცანაა ამ ჯარიმების ჩამოწერა მოხდეს და არ დააწვეს ტვირთად ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა