ეკა ბესელია პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად გულისხმობს

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, კერძოდ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად გულისხმობს.

როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის არსებული წესი უნდა შეიცვალოს და დაეფუძნოს საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებულ წესებს.

„უფრო კონრეტულად, ახალი ინიციატივის თანახმად კანდიდატის შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უნდა მოხდეს გამჭვირვალედ, ღიად, დასაბუთებით და ყველა იმ სავარაუდო კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობით, ვინც აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ მოსამართლეობის ფორმალურ კრიტერიუმებს;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის 1 წელი;

მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც იყო იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა;

იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დღეს არსებულისგან განსხვავებული კვორუმით - როგორც მოსამართლე წევრების, ისე არამოსამართლე წევრების აქტიური მონაწილეობით და დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

კანდიდატის პარლამენტისათვის წარდგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის მონაწილეს წერილობით უნდა აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და პირი უფლებამოსილია აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოში“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება კანდიდანტის შერჩევას პარლამენტში, ბესელიას თქმით, ახალი ინიციატივით დაიხვეწება და წინასწარ გაიწერება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში როგორ მოხდება კანდიდატების შესწავლა და მოსმენა და „არ იქნება დამოკიდებული თავმჯდომარის და უმრავლესობის კეთილ ნებაზე“.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეიძლება კანდიდატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს. ასევე, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატთან დაკავშირებით;

სამუშაო ჯგუფი განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს, რის შემდეგაც ჯგუფის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს კანდიდატს კეთილსინდისიერებისა და კომპედენტურობის კრიტერიუმით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სამუშო ჯგუფი შედეგებს წარუდგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს;

ეკა ბესელიას განმარტებით, პროექტში გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის, ოდირის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, აშშ-ს საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა