სერგი კაპანაძე მაჟორიტარებზე - დიდმა პარტიებმა: „ევროპულმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“ უნდა დათმონ უფრო მეტი, შეთანხმება გაცილებით მნიშვნელოვანია

შეთანხმება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, ამიტომ ამ კონტექსტში სიხარბემ არავის არ უნდა სძლიოს, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციურ სპექტრს შორის მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით დაწყებულ კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

კაპანაძის აზრით, პირველ ტურებშივე უნდა მოხდეს მაჟორიტარების კოორდინირება და რაც შეიძლება მეტ ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენება.

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ თუ გვინდა ივანიშვილის დამარცხება პირველ ტურში უნდა მოვახდინოთ მაჟორიტარების კოორდინირება და რაც შეიძლება მეტ ოლქში მოხდეს საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენება. ეს ნიშნავს, რომ დიდმა პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ , „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დათმონ უფრო მეტი. შეთანხმება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პარტიის ვიწროპარტიული ინტერესი, ამიტომ ამ კონტექსტში სიხარბემ არავის არ უნდა სძლიოს“ , - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია