ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პირბადის გამოუყენებლობაზე დაწესებული ჯარიმის ოდენობა „გონივრული უნდა იყოს“

ჯარიმის განსაზღვრისთვის საზომად არა დღეს არსებული 1200 ლარიანი ხელფასი, არამედ მედიანური ხელფასი უნდა ავიღოთ, რომელიც არის 600 ლარი და ამის მიხედვით განვსაზღვროთ ჯარიმის ოდენობა,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის დაწესების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა ჯარიმის დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა, სხვაგვარად ვითარება ვერ გაკონტროლდება.

"ის რომ ჯარიმა უნდა დაწესდეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ამის თქმა, ეს არის ცხადი. ჩვენ ვერ ვენდობით ერთეული მოქალაქეების გადაწყვეტილებებს, რადგან ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება დანარჩენ მოქალაქეებზე, მაგრამ ჯარიმა უნდა იყოს ჩადენილი დარღვევის ადეკვატური. მე მქონდა ინიციატივა მანამდეც, სანამ 3000 ლარიანი ჯარიმა განისაზღვრებოდა, რომ ეს მიბმული ყოფილიყო მოქალაქეთა შემოსავალზე. ადამიანს, რომელსაც აქვს შემოსავალი 500 ლარი და შენ დააჯარიმებ 3000 ლარით, მას აქცევ სოციალურად დაუცველად. ეს არის დაუშვებელი. ამიტომ ჯარიმა უნდა იყოს გონივრული. საშუალო ხელფასი, რომელიც არის საქართველოში, რომელსაც სტატისტიკის სამსახური ითვლის, არ არის საშუალო ხელფასი. მედიანური ხელფასი საქართველოში არის 600 ლარი, აქედან გამომდინარე, საზომად არა დღეს არსებული 1200 უნდა ავიღოთ, არამედ მედიანური ხელფასი უნდა ავიღოთ, რომელიც არის 600 ლარი და ამის მიხედვით განვსაზვროთ ჯარიმის ოდენობა,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება 3000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერის თაობაზეც.

"ეს გადაწყვეტილებაც იქნება აუცილებლად მისაღები, როგორც ვატყობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივაც დაზიანდა ისეთი, რომელსაც გადახდისუნარიანი არ არის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევუმსუბუქოთ ამ ადამიანებს ეს ტვირთი. უბრალოდ, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ეს, ჯარიმების გარეშე სიტუაციის გაკონტროლება ვერ მოხდება,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, უსაფრთხოების წესის დარღვევაზე სანქციის გატარების საკითხთან მიმართებაში კანონმდებლების მხრიდან შემდეგი მიდგომა განიხილება: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობის საგანია, ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა