ირანის უმაღლესი ლიდერი - აშშ-ის ხელისუფლება შავკანიან მამაკაცს ისევე მოექცა, როგორც დანარჩენ სამყაროს ექცევა, ეს არის ამერიკის მთავრობის ბუნება და ხასიათი

აშშ-ის ხელისუფლების მიერ შავკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იგივეა, რასაც აშშ დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ ახორციელებს,- ამის შესახებ ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც დღეს აშშ-ის ქალაქებში ხდება, იმ რეალობის შედეგია, რაც ქვეყანაში ყოველთვის იმალებოდა.

„აშშ-ის ხელისუფლების მიერ შავკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იგივეა, რასაც აშშ დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ ახორციელებს. ისინი იგივეს აკეთებენ ავღანეთში, ირანში, სირიაში, ვიეტნამსა და მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანაში. ეს არის ამერიკის მთავრობის ბუნება და ხასიათი, რომლის მხილებაც დღეს მოხდა,“- განაცხადა ირანის უმაღლესმა ლიდერმა.

მისივე თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ადამიანებს კლავს და ამავდროულად, გამუდმებით ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებებს იცავს.

„ნუთუ ის შავკანიანი მამაკაცი, რომელიც თქვენ მოკალით, ადამიანი არ იყო? ამერიკელ ხალხს სრული უფლება აქვთ, საკუთარი მთავრობის, განსაკუთრებით კი არსებული მთავრობის გამო რცხვენოდეთ,“- განაცხადა აითოლა ალი ხამენეიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო