ირაკლი კოვზანაძე - „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ დიალოგისას განაცხადა, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკის ჩართულობით გაიმართა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კანონმდებლების მიერ, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, პირველ საკომიტეტო მოსმენამდე, რომელიც ხვალ გაიმართება, კანონპროექტის განხილვა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებით პროცესსა და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ხელს შეუწყობს.

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საინვესტიციო ფონდების განვითარებას, შესაბამისი წესების დადგენასა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას, აგრეთვე, ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენას. მათი ინფორმაციით, კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასთან და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა. ონლაინ დიალოგში საჯარო სექტორის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებული ყველა წამყვანი ფონდის ხელმძღვანელებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა