განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. დღეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა სერჰი კვიტმა მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, მხარეებს შორის ინფორმაციის, მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო, ორგანიზაციული და სამეცნიერო მხარდაჭერის განხორციელება მოხდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტო (NAQA) უკრაინაში მუდმივ კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უკრაინის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო პოლიტიკა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. სააგენტო სამი მიმართულებით მუშაობს, ესენია: საგანმანათლებლო სერვისების ხარისხი, სამეცნიერო შედეგების ხარისხის აღიარება და ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სისტემური გავლენის უზრუნველყოფა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს