პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ელჟბეტა ვიტეკმა განაცხადა.

„მოხარული ვიქნები, თუკი ბოლოს და ბოლოს ქვეყნის მეთაურის არჩევას შევძლებთ, ეს პოლონეთის სახელმწიფოებრიობის საქმეა,“ - განაცხადა სპიკერმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 10 მაისს უნდა ატარებულიყო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგი მოქმედ პრეზიდენტს ანდრეი დუდას აქვს, რომელიც მმართველი პარტიის - „კანონი და სამართალი“- ფავორიტი კანდიდატია, თუმცა კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, დუდას რეიტინგი შემცირდა და ბოლო პერიოდში ჩატარებული ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერ კანდიდატს დაუპირისპირდება და წააგებს.

დუდას შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგით ვარშავის მერი რაფალ ჩასკოვსკია, მესამე ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატს სატელევიზიო შოუს წამყვანს ზაიმენ ჰოლოვნიას უკავია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო