ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები კომპანია „აკორდისგან" კუთვნილი ხელფასის მიღებას მოითხოვენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები კომპანია „აკორდისგან" კუთვნილი ხელფასის მიღებას მოითხოვენ. მათი თქმით, პანდემიის პირობებში ცუდ ამინდებში მუშაობდნენ და სამი თვეა ხელფასი არ მიუღიათ. მათ სამუშაობაზე უარი თქვეს, რადგან როგორც აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები დაპირებებით ცდილობენ მათ შეჩერებას. დასაქმებულები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. მათი თქმით, ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებზე მუშაობენ და კომპანიისთვის მათი დავალიანების გადახდა პრობლემა არ უნდა იყოს.

კომპანია „აკორდის" წარმომადგენლის, ელბრუს მამედოვის ინფორმაციით კი, მან არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და ნამდვილად მუშაობდნენ თუ არა მათთან. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ადამიანები, რომლებიც ანაზღაურებას მოითხოვენ, ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინონ. ამასთან აცხადებს, რომ კომპანიას ხელფასის გაცემაზე პრობლემა არასდროს ქონია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა