ანგელა მერკელის პრესსპიკერი - გერმანია ჯორჯ ფლოიდის დაღუპვით შოკირებულია

გერმანიის მთავრობა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო შოკირებულია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკერმა შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფაქტმა შოკში ჩააგდო როგორც გერმანელი ხალხი, ასევე ქვეყნის ფედერალური მთავრობა.

„ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა შოკში ჩააგდო როგორც გერმანელი, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხი. ამ ფაქტმა შოკში ჩააგდო ფედერალური მთავრობაც,“ - აღნიშნა ზაიბერტმა.

მისივე თქმით, ფლოიდის გარდაცვალების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

„ეს საზარელი სიკვდილი, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შემაშოთებელია. ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები ყურადღებით ვაკვირდებით აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს,“ - განაცხადა ანგელა მერკელის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ რასიზმი გერმანიაშიც არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ რასიზმი გერმანიაშიც არსებობს. ყველა საზოგადოებამ, მათ შორის ჩვენმა საზოგადოებამ, რასიზმის წინააღმდეგ გამუდმებით უნდა იმოქმედოს,“ - განაცხადა შტეფან ზაიბერტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო