მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარსა და არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მცხეთის მუნიციპალიტეტში მტკვარსა და არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

კონკრეტულად, 4 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მდებარე მდინარე მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, კერძოდ ხაშური-თბილისის მიმართულებაზე და 25-ე კმ-ზე არსებულ მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ორივე მიმართულებაზე, ხიდის სავალი ნაწილის მოფრეზვის და მოასფალტების სამუშაოების ჩატარების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ ზოლზე შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო