ბელგია 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნებთან საზღვარს ხსნის

ბელგიაში 8 ივნისიდან თითქმის ყველა ბიზნესს ამუშავების უფლება ექნება, მათ შორის რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს. სპორტდარბაზებიც ორშაბათიდან გაიხსნება, თუმცა გამოსაცვლელი განყოფილებების გარეშე იფუნქციონირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილმესმა განაცხადა.

ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის ნორმა კვლავ ძალაში რჩება. პრემიერის განცხადებით, ბელგია ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია, თუმცა დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად იკლებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ევროპის ყველა ქვეყანასთან ბელგია საზღვარს 15 ივნისიდან გახსნის.

„ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენს შორის არის. მას ჯერ კიდევ ჰყავს მსხვერპლი და სავარაუდოდ კიდევ ეყოლება, თუკი ფხიზლად არ ვიქნებით“, - განაცხადა სოფი ველმესმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ხალხმრავალი შეკრებები 31 აგვისტომდე იქნება აკრძალული. ამ თარიღამდე გახსნის უფლება არც ღამის კლუბებს ექნებათ. 1-ელ ივლისამდე კულტურული აქტივობები მაყურებლების გარეშე ჩატარდება. პირველი ივლისიდან კი კინოდარბაზებსა და სხვა კულტურულ სივრცეებში მაქსიმუმ 200 ადამიანის ყოფნა იქნება დასაშვები. ვილმესი მოქალაქეებს ურჩევს მეგობრებს ჩახუტებისა და გადაკოცვნის გარეშე შეეგებონ.

ბელგიაში კორონავირუსის გამო საკარანტინე შეზღუდვები 18 მარტიდან შევიდა ძალაში. ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 58 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. დაავადებას 9 500 პაციენტი ემსხვერპლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა