IDFI-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის ანგარიში წარადგინა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა. ანგარიში შეეხება ისეთ საკვანძო და აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის: 1) მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს უფლება; 2) გამოხატვის თავისუფლება/ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; 3) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, ანგარიშში განხილულია სამართლებრივი ჩარჩოს და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება არსებითად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სტანდარტის გაუმჯობესებისთვის.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. მესამე ციკლის ფარგლებში საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე 2021 წელს წარსდგება. მიმოხილვა სხვა წყაროებთან ერთად დაეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშებში მითითებულ ინფორმაციას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2U5v1Wd.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს