ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ჰიდროქსიქლოროქინი“ „სოლიდარობის კვლევაში“ დააბრუნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების ტესტებში „ჰიდროქსიქლოროქლინი“ კვლავ დააბრუნონ. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

"სიკვდილიანობის შესახებ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, კომიტეტის წევრები გამოვიდნენ რეკომენდაციით, რომ ტესტების პროტოკოლის შეცვლის მიზეზი არ არსებობს. აღმასრულებელმა ჯგუფმა მიიღო რეკომენდაციის მონაცემები და დაამტკიცა სოლიდარობის ტესტებში ყველა სახის მედიკამენტის გამოყენება, მათ შორის ჰიდროქსიქლოროქინის“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ამ პრეპარატის დაბრუნება "სოლიდარობის კვლევაში" არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს მისი ეფექტურობის შესახებ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული პრეპარატის გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია