ბაგებში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარ სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი და ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო