მამუკა ხაზარაძე - ჩვენი კარი ღიაა როგორც „ოცნების“ ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის - „ნაციონალური მოძრაობა" იქნება, „ევროპული საქართველო" თუ სხვა

ჩვენ უნდა დავივიწყოთ გაერთიანება ვიღაცის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რაღაცის შესაქმნელად, რომელიც ავტომატურად გულისხმობს ვიღაცების ჩამოშორებას პოლიტიკიდან , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ლელო საქართველოსთვის" კარი ღიაა როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის.

"ეს პარადიგმაც მინდა, რომ შევცვალოთ. 30 წელი ქართული პოლიტიკა არსებობს ერთი პრინციპით, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იყო კომუნისტების წინააღმდეგ, როცა ეროვნული მოძრაობის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. მერე ეს იყო მოქალაქეთა კავშირი, როდესაც ყველა გაერთიანდა პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ. მერე "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ გაერთიანდა და მერე "ოცნება", რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაერთიანდა. შედეგობრივად ქვეყანას ეს წაადგა? - სულ ორ პოლუსზე იყო საუბარი.

ჩვენ უნდა დავივიწყოთ გაერთიანება ვიღაცის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რაღაცის შესაქმნელად, რომელიც ავტომატურად გულისხმობს ვიღაცების ჩამოშორებას პოლიტიკიდან. როცა შენ ვიღაცის დამარცხებისთვის ხარ მობილიზებული და არა შენი გამარჯვებისთვის, ორი სხვადასხვა რამაა. აი, რომ დაამარცხებ და მერე მოტრიალდები, მიხვდები ვისთან ერთად დაამარცხე, ვისთან ერთადაც არანაირი საერთო არ გაკავშირებს, მერე იწყება ისევ ქაოსი, მერე აღმოჩნდება ვიღაც ე.წ. "პრობლემა" პოლიტიკის. "ლელო" შეიქმნა საკმაოდ გრძელვადიანი მოგზაურობისთვის. გრძელვადიან მოგზაურობას კი გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, "ლელო" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

"თუ ვინმეს უნდა შემოერთება ჩვენი კარი ღიაა. კარი ღიაა "ოცნების" ხალხისთვის, რომლებმაც გული და სული ჩადეს და წინა ხელისუფლება შეცვალეს და ასევე, ოპოზიციისთვის "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ "ევროპულ საქართველო" და ა.შ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის გამო, რომ ერთხელ და სამუდამოდ პროგრამის და იდეის გარშემო მოხდეს კონსოლიდირება და არა იმის გამო, რომ მოდი ახლა ამას მოვერიოთ და მერე პარლამენტში რომ გავალთ აღმოჩნდება, რომ არც პროგრამა გვაქვს, არც ხედვა და არც ერთად ჯდომა გვინდა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა