ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 21 ივნისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მეექვსეჯერ და უკანასკნელად გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაგრძელდა.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ესპანეთის მასშტაბით მიმოსვლა აკონტროლოს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შეზღუდვები თანდათან იხსნება.

„ჩვენ გადავლახეთ ყველაზე უარესი პანდემია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კენჭისყრამდე პარლამენტის ქვედა პალატაში გამართული დებატებისას.

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტიდან მოქმედებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს