ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის  შედეგებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო

ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ის გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ სასამართლო/სამედიცინო ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ენრდიუ ბეიქერის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფლოიდს ჰქონდა მრავალი სისხლჩაქცევა და ჭრილობა თავის არეში, სახეზე, პირზე, მხრებზე, მკლავებსა და ფეხებზე, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ რომელიმე ეს დაზიანება იყო.

ანგარიშის თანახმად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი არც პოლიციელის მიერ მის კისერზე ფეხის დაჭერა იყო.

გვამის გაკვეთამ ასევე აჩვენა, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადება და მაღალი წნევის ისტორია. ტოქსიკოლოგიის წინასწარი დასკვნის თანახმად კი, ორგანიზმში ფენტანილისა და მეტამფეტამინის ზომიერი დონე აღმოჩნდა. გარდა ამისა, აუტოფსიით დადგინდა, რომ ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი იყო.

აუტოფსიის ოფიციალურ შედეგებს ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე