ნიუ-იორკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებული რამდენიმე ადამიანი

ნიუ-იორკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი ერთი პოლიციელი კი დაშავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ბრუკლინის სასამართლო შენობისკენ მიემართებოდნენ და მათი ნაწილი პოლიციის მოთხოვნას, უკან დაეხიათ, არ დაემორჩილა და სამართალდამცავების მანქანა ალყაში მოაქცია.

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ათობით ქალაქში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, გარდაცვალებას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ფლოიდი მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავების დროს გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმე საათის წინ პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ბრალი წაუყენა. დერეკ შოვინს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა, ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი პოლიციელი კი დააკავეს და ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში თანამონაწილეობისა და ხელშეწყობისთვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე მათგანს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ვიდეო:ნიუ-იორკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო