მექსიკა მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს

მექსიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 092 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 11 700-მდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსის 3 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 101 238-ს მიაღწია.

ცნობისათვის, მექსიკა მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა