აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი - დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც ამერიკის ხალხის არა გაერთიანებას, არამედ გაყოფას ცდილობს

დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია ჩემი ცხოვრების მანძილზე, რომელიც ამერიკელი ხალხის გაერთიანებას არ ცდილობს, ამის მაგივრად ის ცდილობს, რომ დაგვყოს,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რითაც მან მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა.

მისივე თქმით, ის დონალდ ტრამპის მოქმედებით „აღშფოთებული და გაბრაზებულია.“

„არასოდეს წარმომედგინა, რომ ჯარს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევისთვის ოდესმე გამოიყენებდნენ. პასუხის მილიტარიზება, რაც ვაშინგტონში ვიხილეთ, სამხედროებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონფლიქტს იწვევს,“- განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის კრიტიკას აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ის გადაჭარბებულად დაფასებული გენერალია. მას სამსახურიდან გათავისუფლების წერილი მოვთხოვე და ეს კარგი შეგრძნება იყო. მისი მეტსახელი „ქაოსი“ იყო, რომელიც არ მომწონდა და მას „გიჟი ძაღლი“ დავარქვი. მასში არც მისი ლიდერობის სტილი და არც სხვა რამე მომწონდა. მიხარია, რომ ის წავიდა“, - წერს დონალდ ტრამპი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა