ნიუ-ორლეანში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ნიუ-ორლეანში სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომაპანიის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების თხოვნას, მდინარე მისისიპზე მდებარე ერთ-ერთ ხიდზე არ გაევლოთ.

”ესკალაცია და დაპირისპირება ყველას გვაწუხებს. ნიუ-ორლეანის პოლიციის დეპარტამენტი მოწოდებულია, ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაიცვას. თუმცა, ჩვენი პოლიციის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური დაპირისპირების პასუხად იძულებული ვიყავით, ცრემლსადენი გაზი გამოგვეყენებინა,“ - ნათქვამია ნიუ-ორლეანის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის ათობით ქალაქში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, გარდაცვალებას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ფლოიდი მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავების დროს გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა