„საქსტატი“ -  ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 227 ლარს შეადგენს

2020 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227 ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ბიზნეს სექტორში ქალების საშუალო თვიურმა ხელფასმა შეადგინა - 957.5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 23.3 ლარით).

რაც შეეხება საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიურ ხელფასს, მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში 1 293.7 ლარითაა განსაზღვრული, საშუალო ბიზნესის– 1 404.9, ხოლო მცირე ბიზნესის- 1 035.2 ლარით. ამასთან, 2020 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.4 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.5 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

„2020 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.4 პროცენტი, 12.4 პროცენტი და 10.5 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი),”-აღნიშნულია “საქსტატის” ანგარიშში.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით