მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია, „შეპირებული რაც იყო, იმაზე ადრე ითხოვს გათავისუფლებას“

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ჯანაშიამ დაინახა მის მიერ გაწეული ღვაწლი ხელისუფლებისა და პროკურატურისადმი და ახლა ვადაზე ადრე გათავისუფლებას სწორედ ამიტომ ითხოვს.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჯანაშიას მიმართ ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა სინამდვილეს შეესაბამება. გიორგი ჯანაშიამ გადახარშა მის მიერ გაწეული ღვაწლი ხელისუფლებისა და პროკურატურიწ წინაშე, რაც მან კალანდიას ბრალთან მიმართებაში გააკეთა. უფრო წონადი გახადა მისი ჩვენება, რომელიც საქალაქო სასამართლოზე მისცა, რომ თითქოს მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი დაინახა და ახლა შეპირებული რაც იყო, იმაზე ადრე ითხოვს გათავისუფლებას. საქმე ისაა, რომ ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა მიხეილ კალანდიას მიმართ და მაშინ, როდესაც უკვე ხელისუფლებას გაუჭირდა, პროკურატურამ ჯანაშიასთან და მის ოჯახთან დაიწყო მოლაპარაკება, რომ მას შეეცვალა მოთხოვნა. საკასაციო ინსტანციაში ჯანაშია აუცილებელი მოგერიების ფარგლებით საქმის დაკვალიფიცირებას ითხოვდა. შემდგომ მან ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მიხეილ კალანდიას წინასწარ განზრახული ჰქონდა სარალიძის მკვლელობა. ჯანაშია ხედავს, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული ეს სამსახური ხელისუფლებისთვის არაჩვეულებრივია, კოზირი უჭირავს ხელში და ეუბნება, რომ თუ ახლა უდოთი არ გაუშვებენ, ადგება და იტყვის იმ ჩინოსნებს, ვინც ამ ჩვენების მისაცემად დაიყოლიეს.

ამის სანაცვლოდ კი მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. ნაცვლად 11 წლისა, მიიღო 4 წელი თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი მოხდილი ჰქონდა და ფაქტობრივად, 2021 წლის დეკემბერში უნდა გათავისუფლებულიყო“,- განაცხადა ზურაბ თოდუამ მედიაცენტრ „მთავარში“.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, მან პენიტენციური დაწესებულება, წესით, 2021 წელს უნდა დატოვოს.

იხილეთ ვიდეო:კალანდიას ადვოკატის ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობისთვის მჯავრდებული გიორგი ჯანაშია გათავისუფლებას ვადაზე ადრე ითხოვს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო