ეკატერინე ტიკარაძე - რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში

ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მიდგომა, ბევრად უფრო კომპლექსური იქნება.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჯანდაცვის სისტემის მიმართ ჩვენი მიდგომა არის ბევრად უფრო კომპლექსური, ჩვენ რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სწორედ იმ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჩვენ, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, როგორც ხარისხობრივად, ასევე ინფრასტრუქტურულად და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ფარგლებში. მე ძალიან გთხოვთ, რომ დაელოდოთ საბჭოს პრეზენტაციას. მთელ ამ პერიოში ჩვენ გვქონდა გამოცხადებული მობილიზაცია და თქვენ ნახეთ, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ დავდეთ ექიმების კვალიფიკაციის მაღალი დონიდან იყო გამოწვეული შედეგი. ჩვენ გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი დონე და შესაბამისად, ძალიან მაღალი რიცხოვნობა გამოჯანმრთელებული პაციენტების, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა