გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, ვითანამშრომლოთ, განსაკუთრებით თბილისში აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონებში საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის წარდგენაც იყოს უკეთესი, თუმცა პირველ ეტაპად თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება მიიჩნევა.

„აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა და ამისთვის ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი. მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა არის თანამშრომლობაში, ერთიანობაში და კოალიციაში. უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საზოგადოებას კონსოლიდირებული პოზიცია ვაჩვენოთ. როგორც ვიცი, ძირითადი ოპოზიციური ფლანგი სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის. რეგიონებში საკითხი ძალიან სპეციფიურია, ზოგიერთგან შეიძლება უკეთესი იყოს რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითად ქალაქებში ასევე შეთანხმება უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი არის თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციონერ კოლეგას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა