სერგი კაპანაძე - „ფრონტერას“ წერილი არის საკმაოდ გამოსაფხიზლებელი წერილი

საქართველოზე თუ იქმნება იმიჯი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელის ებრძვის დასავლელი პარტნიორების ინვესტიციებს, რომელიც პრობლემებს უქმნის დიდ კომპანიებს და სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაციებს, ბუნებრივია, ამას დასავლეთის ქვეყნებიდან ნეგატიური ასახვა ექნება ჩვენთან ურთიერთობაზე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე „ფრონტერას“ წერილს, რომელიც კომპანიამ საქართველოს-პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მისწერა.

კაპანაძე აღნიშნულ წერილს „გამოსაფხიზლებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს იმიჯს აზიანებს.

„ფრონტერას“ წერილი არის საკმაოდ გამოსაფხიზლებელი წერილი იმიტომ, რომ იქ არის საუბარი იმაზე, როგორ ებრძვის საქართველოს მთავრობა უცხოელ ინვესტორებს, განსაკუთრებით ამერიკელ ინვესტორებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მხოლოდ „ფრონტერა“ არ არის. ეს არის მთელი რიგი ამერიკული კომპანიებისა: „კონტი ჯგუფი“, „ფილიპ მორისი“ და სხვები, რომლებსაც საქართველოში ბოლო წლებში შეექმნათ სერიოზული პრობლემები. ამ წერილში ერთი მნიშვნელოვანი რამ არის აღნიშნული, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც მაგალითად რუსული კომპანია „როსნეფტი“ იღებს საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღოს ფოთის პორტში. უფრო დიდი პრობლემაა ეს საქართველოსთვის, მთავრობისთვის არა, ქვეყნისთვის, ვიდრე ერთი კომპანიის წუხილი. საქართველოზე თუ იქმნება იმიჯი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელის ებრძვის დასავლელი პარტნიორების ინვესტიციებს, რომელიც პრობლემებს უქმნის დიდ კომპანიებს და სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაციებს, ბუნებრივია, ამას დასავლეთის ქვეყნებიდან ნეგატიური ასახვა ექნება ჩვენთან ურთიერთობაზე. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს უკვე. ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ კონგრესმენთა რაოდენობა, რომლებიც ურთდებიან სანქციების ე.წ კანონპროექტს, იზრდება ყოველ კვირა. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს მთავრობა შეიცვალოს მათ შორის იმიტომაც, რომ შემდეგ, როდესაც საჭირო იქნება სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა, ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან მივიღოთ დახმარება და ამ პირობებში ეს პრაქტიკულრად შეუძლებელია“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ფრონტერას“ მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

„სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ვიდეო:კომპანია "ფრონტერას" მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზვანილ წერილს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში აფასებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა