ომბუდსმენის განცხადებით, არაეფექტურად არის გამოძიებული მაჩალიკაშვილის საქმე, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, გამოიკვეთა თუ არა სარალიძის საქმეში სამოხელეო დანაშაული

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცადებით, გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით 2018 წელს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელი რჩება.

როგორც ლომჯარია ამბობს, არაეფექტურად არის გამოძიებული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. ასევე, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, გამოიკვეთა თუ არა სარალიძის საქმეში სამოხელეო დანაშაული, ხოლო მუხთარლის საქმეზე გამოძიება ფაქტიურად, გაყინულია.

"პროკურატურამ არ ითანამშრომლა ჩვენთან და არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუმცა, ჩვენ გაწეული რეკომენდაციების შესრულებას სხვა გზებით ვამონიტორინგებთ და შეგვიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, არ ვთვლით იმ რეკომენდაციას შესრულებულად, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას. ჩვენ შარშან მოგეხსენებათ შევიწავლეთ დასრულებული საქმის მასალები და მიგვაჩნია, რომ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გამოძიება არ ჩატარდა ეფექტურად და ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები არ შესრულებულა. იგივეს ვიტყოდი სარალიძის საქმესთან დაკავშირებით. პარლამენტის ერთ- ერთი დავალება იყო, რომ პროკურატურას საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, შეისწავლა თუ არა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. თუმცა, აღნიშნული რეკომენდაციაც შეუსრულებელია და არც სახალხო დამცველს, არც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა შეისწავლა პროკურატურამ შიდა მოკვლევის შედეგად და რა არის მისი შედეგები. ასევე, პროკურატურასთან მიმართებით შეუსრულებელია აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შესახებ რეკომენდაცია. ფაქტიურად უკვე წლებია ჩვენ არ გვაქვს აღნიშნული მიმართულებით რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი და ფაქტიურად გაყინულია გამოძიება,"- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისათვის, ადამიანის უფლებებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ანგარიშს განიხილავენ. აღნიშნული რეკომენდაციები სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ასახული, რომელი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა