ნათია თურნავა - ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი „ფეიქ ნიუსის“ მნახველები ვართ, ახლა პრემიერზე ააგორეს - ამის უკან ოპოზიციური ძალები დგანან

ბოლო თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ბევრი „ფეიქ ნიუსის“ მნახველები ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდათ, ზოგი პირადად მე მეხებოდა, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები დგანან, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მედიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც მან აღნიშნა, ვინც ახლა თავს თამაშგარეთ გრძნობს, „ასეთი ბოროტი სპეკულაციებით ცდილობს ყურადღების გადატანას“.

„ბოლო თვეების განმავლობაშ დავრწმუნდი, რომ ბევრი „ფეიქ ნიუსის“ მნახველები ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდათ, ზოგი პირადად მე მეხებოდა, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები დგანან. ვინც ახლა თავს თამაშგარეთ გრძნობს, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და მართლაც, ძირითადი ინტერესი მთავრობის მიმართაა და მხარდაჭერაც ცალსახად ყველა რეიტინგში ჩანს, ასეთი ბოროტი სპეკულაციებით, რომელსაც მედიასაშუალებებიც იტაცებენ ცდილობენ, რომ ამაზე ყურადღების გადატანა მოხდეს. მოსახლეობას მემგონი ეს ნაკლებად აინტერესებს და ტყუილად ვკარგავთ დროს ამ „ფეიქნიუსზე““,-განაცხადა ნათია თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს