ლიბიის გაერო-ს მიერ აღიარებულმა მთავრობამ ქალაქ ტრიპოლიზე კონტროლი დაიბრუნა

გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა აცხადებს, რომ მათ დედაქალაქ ტრიპოლიზე სრული კონტროლი დაიბრუნეს, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ქალაქ ტრიპოლის ადმინისტრაციული ტერიტორიის ყველა საზღვარს აკონტროლებენ.

განცხადება გაავრცელა ლიბიის ეროვნულმა გვარდიამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ტრიპოლის რაიონებიდან, მათ შორის აინ ზარადან, აბუ სალიმიდან და ქასრ ბენ გაშირიდან, ჯარის გაყვანა დაიწყეს.

ცნობისთვის, ლიბიაში კონფლიქტი 2011 წლისდან მიმდინარეობს. 2014 წელს კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერს მხარს.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან