ირაკლი მეზურნიშვილი - სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ცვლილებების არსი განმარტა.

„ჩვენი გაზიფიცირების არეალი საქართველოში არ იყო ისეთი სათანადო, როგორიც არის დღეს და საერთოდ, 2021 წლის ბოლოს 95%-მდე ავდივართ, ფაქტობრივად სოციალური გაზის ნაწილი ამ დროისთვის უნდა დასრულდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ მივიღეთ ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემოღება, ჩვენ გვქონდა იმისი განცდა, რომ სოციალურ ნაწილში, რადგან თხევადი გაზი მიეწოდებოდა და დღესაც მიეწოდება მაღალმთიან რეგიონებს და ასე შემდეგ, მათთვის ცალკე, 120 ლარი ყოფილიყო შეღავათი. იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზი შემოჰქონდა ავტომობილებისთვის, ისინი იხდიდნენ 300 ლარს - 120+180. ის კომპანია, რომელიც იტყვის დღეს, რომ მე ამას გავაძვირებ, იმიტომ რომ მე გაზს შემოვიტან და ჩემი მოგების მარჟა იგივე დავტოვო, ეს ნიშნავს იმას, რომ ღიად თქვას, რომ ფაქტობრივად იყენებდა ამ ხარვეზს, რათა მისი მოგების მარჟა ყოფილიყო უფრო მაღალი. ჩვენ უნდა შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ. მოცემულ ვარიანტში, რომლის ინიცირებაც დღეს გავაკეთეთ, საერთოდ არაფერი არ იზრდება, ეს არის უბრალოდ ადმინისტრირების ხარვეზების გასწორება, რადგან ბიუჯეტში ცალსახად დანაკლისია. რაც შეეხება სოციალურ ნაწილს - აქ დაისვა კითხვა, 120 ლარი თუ იყო სოციალური გაზი და ხდება 300 ლარი, როგორ შეიძლება ლოგიკურად ჩავთვალოთ, რომ არ გაიზრდება სოციალური გაზის ნაწილში? აქ არის მარტივი მოცემულობა - როდესაც 120 ლარად გაკეთდა შეღავათი, რა თქმა უნდა, მოლოდინი უნდა ყოფილიყო, რომ გაცილებით იაფი ყოფილიყო გაზი მოსახლეობისთვის, ვიდრე არის დღეს. რომ ვნახოთ განბაჟება, თვითღირებულება და ასე შემდეგ, თუ რა მარჟაზე მუშაობენ დღეს კომპანიები, რა თქმა უნდა, დღეს ის ფასი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. ეს არის მოგების მარჟა და არ არის ისე, რის გამოც ჩვენ ეს გავაკეთეთ 2017 წელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის ვარაუდი, რომ კონკურენციის პირობებში გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც მოსახლეობას ძველი ფასით მიაწვდიან სერვისს და მოსახლეობის ნაწილი მათი მომსახურებით ისარგებლებს. მე დავაყენე საკითხი და სოციალურ ნაწილში 1 თეთრითაც არ გაუძვირდებათ არც ერთ მოსახლეს საფასური. ათასობით მოსახლე არის დარჩენილი, რომელიც სარგებლობს თხევადი აირით (ბალონების სისტემით) და მათ ეს არ გაუძვირდებათ. ამის გადასაზღვევად ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან და დღეს ოფიციალური წერილი მოვიდა, სადაც მინისტრი საუბრობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები და კომპანიები 2 ლარით გააძვირებენ ბალონების თხევადი გაზით შევსებას, ამ შემთხვევაში ჩვენ სრულ სუბსიდირებას გავაკეთებთ, ეს იქნება საბიუჯეტო კოდი, სადაც ყველა მოქალაქეს დაუსუბსირდირდება სოციალური გაზის ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა