ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა, რომელიც დღემდე სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ლუკაშენკომ ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენისას განაცხადა, გოლოვჩენკოს სხვადასხვა თანამდებობაზე,მ ათ შორის დიპლომატიურ სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, ბელორუსის პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ მთავრობა 3 ივნისს დაითხოვა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მიერ იმ გეგმაზე საუბარი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთავრობის ახალი შემადგენლობის მომზადებას ეხებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო