დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის გათავისუფლების თხოვნით ამ ეტაპზე არ მიუმართავს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის გათავისუფლების თხოვნით ამ ეტაპზე არ მიუმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ჯანაშიას მიმართ შეფარდებული სასჯელი „უდოსთვის" მიმართვას 2021 წლის იანვარში ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია, შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. მისი თქმით, „გიორგი ჯანაშიამ დაინახა მის მიერ გაწეული ღვაწლი ხელისუფლებისა და პროკურატურისადმი და ახლა ვადაზე ადრე გათავისუფლებას სწორედ ამიტომ ითხოვს“.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა