საქართველოში 30 იანვრიდან 3 ივნისამდე, კორონავირუსზე 60 273 PCR ტესტი ჩატარდა

საქართველოში 30 იანვრიდან 3 ივნისამდე პერიოდში, პჯრ/RT-PCR-ით გამოკვლეულია 60 273 შესაძლო შემთხვევის პირველადი ნიმუში, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

მათგან, დადასტურებულია 800 შემთხვევა, აქედან აქტიური შემთხვევა - 147, გამოჯანმრთელდა - 640, გარდაიცვალა - 13, ლეტალობის მაჩვენებელი კი 1.63%-ია

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, COVID-19-ის რეპროდუქციის მაჩვენებელი საქართველოში 1-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია.

„მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა ორი მიმართულებით - მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის და ეკონომიკის გადასარჩენად. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, განპირობებულია უპირველესად ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისა და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით. დღეს არსებული ცოდნითა და დარგის ექსპერტების შეხედულებით, მაღალია ვირუსის შემოტევის, ე.წ. მეორე ტალღის ალბათობა. ინფექციას ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს, კერძოდ, პერიოდულად ხდება ინფიცირების შემთხვევების მატება და შემდეგ კვლავ კლება და ამ ფაქტს სხვა ქვეყნების მაგალითებიც აჩვენებს. დღეს საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა ვირუსის შეკავების პოზიტიური შედეგის შენარჩუნება, რათა შეზღუდვების შემსუბუქებას ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ მოჰყვეს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულება და წესების ზედმიწევნით დაცვა," - ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა