ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - 3 %-იანი ჯგუფები არიან, კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან

3 %-იანი ჯგუფები არიან, კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ ამ ცირკს - არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასერიოზულია, როცა ოპოზიციის წევრები პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ მაშინ, როცა არც სტრატეგია აქვთ და არც საერთო ღირებულებები აერთიანებთ.

"ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატთან დაკავშირებითაც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არის არასერიოზული. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი ხედვა, არანაირი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. გავიგეთ და ჩვენმა საზოგადოებამ იცის ის, რომ ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები და გავიგეთ, რომ ამ ყველაფერს ჰქვია თავის სახელი - "ნაციონალური მოძრაობა" - შესაკრებთა გადანცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით დაიწყეს საუბარი. ჯერ ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას და რა ღირებულებები აერთიანებთ, რა სტრატეგიას სთავაზობენ ამომრჩეველს, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ და კონკურენცია გასწიონ, თუმცა 3 %-იანი ჯგუფები არიან და კონკურენციის გაწევის შანსი რომ არ აქვთ, იციან, ამიტომ ახლა მიმართავენ იმ ცირკს, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და იყენებენ საბაბად სხვადასხვა საკითხს. არასერიოზულია ასეთი სცენები,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ