ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის, ცაგერისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ზესტაფონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, ასევე - კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს, სოფელ ტყლაპი-ვაკემდე მისასვლელ საავტომობილო გზას.

„სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება გარე განათება, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები. ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმსა და სოფელ ქულბაქამდე მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საყრდენი კედელი, ახალი ხიდბოგირი, წყალამრიდი მილები და გაბიონები. შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ეზოში შესასვლელები და წყალამრიდი მილები. პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და მგზავრთა გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის,”-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა