„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე არსებული შეთანხმების ერთგულნი დარჩნენ და კანდიდატების შერჩევა დაიწყონ

„ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე არსებული შეთანხმების ერთგულნი დარჩნენ.

როგორც პარტიის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, „ევროპული საქართველო“ მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და შეთანხმდნენ, ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები.

პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

„მინდა, თავიდანვე, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო „ევროპული საქართველოს“ პოზიცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის, მზად ვართ, შევიკრობოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ”, - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:"ევროპული საქართველო" იმედოვნებს, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებული ოპოზიციური შეთანხმება შესრულდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო