გიგა ბოკერია - ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი - იმედი გვაქვს, ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის

მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციას შორის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და აღნიშნა, რომ „რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა“. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა და გონიერება გაიმარჯვებს.

„დრო აღარ არის ბევრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება, პირველ რიგში, თბილისში შედგეს მალე და საზოგადოებას გაეცნოს შედეგები. იქნება სრული უპასუხისმგებლობა, თუ რომლიმე ოპოზიციური პარტია, რაიმე მოტივით, მე ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც თავიდანვე იყო ჩართული ამ პროცესში, იმიტომ, რომ მაგალითად "ლელო" თავიდანვე სპეპტიკური იყო, ამიტომ პოზიციას არაფერი შეუცვლია ამ ვითარებაში, მაგრამ სხვები და მსხვილი ოპოზიციური პარტიები, ვინც იყვნენ ამ პროცესში ჩართლულები და ვისზეც "ევროპული საქართველოთი" დაწყებული, არის დამოკიდებული ის, რომ რისკები შევამციროთ და პირველივე ტურში მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი. არ არის დასამალი ვისზეც ვსაუბრობ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის - საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი „ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს“.. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის, დიდი იმედი მაქვს ამისი, ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ყველა შემთხვევაში უნდა დამარცხდეს მშვიდობიან არჩევნებში, მაგრამ ყველას გვესმის წარსული გამოცდილებიდანაც, რომ თუ ეს მარცხი არის მკაფიო პირველივე ტურში, რისკები ქვეყნისთვის მცირდება, თუ მეორე ტურში ირკვევა ვითარება, არ ვიცით, ივანიშვილის პოლიტიკურად არასტაბილური რეჟიმი, როგორ ისტერიულ რეაქციას მისცემს, სრული უპასუხისმგებლობაა ამ რისკზე წასვლა, როცა შანსი გაქვს სიტუაციის გარკვევის, გარისკო მეორე ტურში. რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ეს ეხება ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას", სრული პატივისცემით ყველას მიმართ. იმედი მაქვს, რომ პასუხისგებლობის გრძნობა და გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ მალე გვექნება საზოგადოების წინაშე წარსადგენი სია, პირველ რიგში თბილისის”, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო