ადვოკატი - თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე დაკითხული არც ერთი მოწმე არ საუბრობს მარიანა ჩოლოიანის რაიმე სახის ბრალეულობაზე

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, „მწვანე სკოლის“ პედაგოგების მიერ მიცემული ჩვენებები ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ ბრალი დაუსაბუთებლად არის წარდგენილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სწორედ „მწვანე სკოლის“ პედაგოგი და სასწავლო ნაწილის წარმომადგენელი დაიკითხა. როგორც მოსიაშვილი განმარტავს, დღემდე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით ჩოლოიანის ბრალეულობა არ დასტურდება.

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე დაკითხული არცერთი მოწმე არ საუბრობს მარიანა ჩოლოიანის რაიმე სახის ბრალეულობაზე. ინფორმაცია, რომელიც დღემდე სასამართლომ მოისმინა, ასევე ბრალდების მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევაც მიმდინარეობს, წინაპირობაა იმის, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ ერთადერთი, გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

დღეს დაიკითხნენ პედაგოგები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები, ისევე როგორც დღემდე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას წარდგენილ დაუსაბუთებელ ბრალთან დაკავშირებით.

ის მომენტი, რომ დღევანდელ დღეს პედაგოგები დაიკითხნენ და ის, რომ სახელმწიფო ბრალდებას ბრალდების მოწმეთა სიაში შეყვანილი ჰყავს ადამიანები, რომლებიც თუნდაც, პოლიციის შენობაში არ იმყოფებოდნენ, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს, რომ მარიანა ჩოლოიანის დანაშაულებრივი ქმედება დაადასტუროს, ფაქტობრივად არალოგიკური და აბსურდულია“, - აცხადებს მოსიასვილი.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა