სერგი კაპანაძე - პროვოკაციების, სიტუაციის გართულების ან ძალადობის გზით ისეთი პრობლემის მოგვარება, როგორიც არის დავით გარეჯის საკითხი, უბრალოდ შეუძლებელია

მიგვაჩნია, რომ პროვოკაციების, სიტუაციის გართულების ან ძალადობის გზით ისეთი პრობლემის მოგვარება, როგორიც არის დავით გარეჯის საკითხი, არის უბრალოდ შეუძლებელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის გადაჭრა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.

„ევროპულ საქართველოს” მიაჩნია, რომ პროვოკაციების, სიტუაციის გართულების ან ძალადობის გზით ისეთი პრობლემის მოგვარება, როგორიც არის დავით გარეჯის საკითხი, არის უბრალოდ შეუძლებელი და კონტრპროდუქტიული, მითუმეტეს თუ ამას აპირებენ ისეთი პოლიტიკური ძალები ან ისეთი საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები ხელისუფლებასთან და ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ უჩვენებიათ, რომ ზუსტად იმეორებენ ხელისუფლების გზავნილებსაც. ზუსტად იმეორებენ ხელისუფლების მიდგომებსაც და იზიარებენ მათ. ეს არის ძალიან სახიფათო, თუ ასეთი რამ იგეგმება. ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ მსგავსი რამ არ დაუშვას და ეს პრობლემა კიდევ უფრო არ გაამწვავოს. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ დავით გარეჯის საკითხი მწვავდებოდა ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების განცხადებების და არასწორი ნაბიჯების შემდეგ. პირიქით არის აქ მიდგომა საჭირო. მეგობრულ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გზით ეს საკითხი შეიძლება, რომ იყოს მოგვარებული და ამაზე უნდა იყოს მთელი აქცენტი და არა ასეთი ტიპის გამწვავებაზე და ასეთი ტიპის პროვოკაციაზე, რომელსაც ექნება მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული და უკუშედეგი”, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა