ლევან ბეჟაშვილი ბოკერიას განცხადებაზე - როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ერთ-ერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს

როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთ-ერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ამ მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი „ეროპული საქართელოს“ განცხადებას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც არავის გაუკეთებია შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს.

„ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს. დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ენმ“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბოლო პერიოდში „ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი”. ბოკერიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და აღნიშნა, რომ „რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა“. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა და გონიერება გაიმარჯვებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა