ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია

სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, როდესაც მაგალითად სისტემატურად მახინჯდება სახალხო დამცველის განცხადებები, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ყალბი ინფორმაციიის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მედიას მოუწოდა, დაიცვან ეთიკის ნორმები, სტანდარტები და დეზინფორმაცია არ გაავრცელონ.

„ვფიქრობ, ალბათ ყველა საჯარო პირი მეტ-ნაკლებად დეზინფორმაციის, „ფეიქ ნიუსების“ თუ მაკომპრომეტირებელი კამპანიის მსხვერპლი გამხდარა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია, როდესაც მაგალითად სისტემატურად მახინჯდება სახალხო დამცველის განცხადებები. ტყუილით, არასწორი ფორმით სისტემურად გავრცელება რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენს საქმიანობაზე და იმიჯზეც, რადგან საზოგადოება შეცდომაში შედის და ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ ნდობა ეკარგება, რომელმაც მათი უფლებები უნდა დაიცვას. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირადად ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი ნებისმიერი „ფეიქ ნიუსის“ მიმართ, ვის მიმართაც არ უნდა გავრცელდეს. ჩემი მოწოდება შეიძლება იყოს მედიასაშუალებების მიმართ, რომ დაიცვან ეთინიკის ნორმები და სტანდარტები, მაქსიმალურად თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თუ ცრუ ბრალდებებისგან“,-აცხადებს ლომჯარია.

მან სიძულვილის ენის გამოყენებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სახალხო დამცველი საჯარო პირების მხრიდან მსგავს საუბარზე შესაბამის რეაგირებას ახდენს.

„სახალხო დამცველი სიძულვილის ენაზე რეაგირებას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო პირისგან მომდინარებს, მაგალითად, თუ დეპუტატი ან საჯარო პირი გააკეთებს სიძულვილის შემცველ განცხადებას. როგორც წესი, ასეთი ტიპის განცხადებებზე რეაგირებას ვახდენთ, თუმცა, როდესაც კერძო პირები ერთმანეთს შორის სიძულვილის ენას იყენებენ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მანდატი არ არის. ჩემთვის ნებისმიერი არაეთიკური ფორმით გამოხატვა ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები მიუღებელია“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო