რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ფეიკ ნიუსები“ და არასწორი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებისთვის საზიანოა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ფეიკ ნიუსები“ და არასწორი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებისთვის საზიანოა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ფეიკ ნიუსებისა“ და სიცრუის ტირაჟირების დონე მაქსიმალურად შემცირდეს“.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის ზუსტად და სწრაფად გავრცელებაზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და როდესაც ინფორმაციის განზრახ დამახინჯება და სიცრუის ტირაჟირება ხდება, ეს არის ორჯერ უფრო ცუდი საქმე საზოგადოებისთვის. სულ ახლახანს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით იყო ძალიან მძიმე თემა გაშუქებული, რომელიც ეხდებოდა ახალშობილი ბავშვის ფაქტს. უბრალოდ სასაუბროდაც ჩემთვისაც მძიმე თემაა, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ეს კომენტარი გავაკეთო. სიუჟეტში იყო ესე, რომ სავარაუდოდ არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა, ასევე სავარაუდოდ, მშობიარობის შემდეგ ახალშობილი მოიშორა. ეს ფაქტი დამთავრდა ფატალურად, შემდეგ იპოვა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მოსასმენად და შემდეგ უკვე წამოვიდა სიცრუის ტირაჟირების, მე ვიტყოდი, მიზანმიმართული კორიანტელი, რომ თითქოს სამართალდამცავებმა პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და გადააგდეს ახალშობილი. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ფაქტების ასეთი დამახინჯება ხდება, ასეთი მძიმე და ასეთი სენსიტიური თემის განგებ, კიდევ გამძაფრება ხდება იმისთვის, რომ დაითრგუნოს საზოგადოება. იმისთვის, რომ დაითრგუნონ კონკრეტული ის თანამშრომლები, ვინც პირველები მივიდნენ დანაშაულის ადგილზე, ეს არის მართლაც მავნებლობა. მავნებლობაა იმიტომ, რომ ახლა მაგალითისთვის ვიტყვი, მეც როგორც პოლიტიკოსი ხშირად ვყოფილვარ ცალკეული ჯგუფების თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ვინაიდან საჯარო პიროვნება ვარ, მაქვს ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აღებული და მზად ვარ, გარკვეულწილად, რომ ეს ტვირთიც მივიღო. მაგრამ ის თანამშრომელი, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება და ასრულებს თავის ვალდებულებას, რომელსაც ისედაც ამ ფაქტის წასწრების შემდეგ ალბათ სჭირდება გარკვეული ფსიქოლოგიური კონსულტაციების გავლა და ასეთი ცილისწამების ობიექტია, შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბოლომდე ჩამოიშალოს და ეს იმ უწყების, რომლის მუშაობაც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების მხრიდან განსაკუთრებულად დადებითად და პოზიტიურად იქნა შეფასებული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ „ფეიკ ნიუსებისა“ და სიცრუის ტირაჟირების დონე მაქსიმალურად იქნეს შემცირებული იმიტომ, რომ ამას შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები შეიძლება ჰქონდეს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის იმ პროფესიონალებზე, ვინც მუშაობენ, იქნება ეს სამართალდამცავი, ექიმი, მედიცინის თანამშრომელი, რადგან მედიცინის თანამშრომლებზეც ბევრი მსგავსი ფაქტი ვნახე. ასე რომ, ეს არის ის საკითხები რომელზეც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს რეაქცია იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს სწორი და სწრაფი, თუნდაც კრიტიკული ინფორმაცია იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს სწორ ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა