კობა გვენეტაძე - მოვისმინე, რომ ლარის კურსი მოთხოვნის შემცირების გამო მყარდებაო, ეს აბსოლუტურად არალოგიკურია

მოვისმინე, რომ ლარის კურსი მოთხოვნის შემცირების გამო მყარდებაო, ეს აბსოლუტურად არალოგიკურია, არ შეიძლება ეკონომიკაში ყველაფერი ცუდად იყოს და კურსი მყარდებოდეს,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელ გამყარებასთან დაკავშირბით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეოტო სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ის რომ ბოლო პერიოდში ლარი მყარდება პარადოქსი არ არის. მისივე თქმით, პანდემიასთან ქვეყნის წარმატებულმა გამკლავებამ დადებითი მოლოდინები წარმოქმნა.

„ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პარადოქსი. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია მოკლევადიანი ცვლილებების ახსნა და მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ეროვნული ბანკები არ აკეთებენ ასეთ განმარტებას და პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიტუაცია , რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, დადებითი მოლოდინები, რომელიც გამოიწვია იმან, რომ COVID-19-თან გამკლავება მოხდა ძალიან კარგად და საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა ამან, ეს უკვე ქმნის დადებით მოლოდინებს. არის მოლოდინი, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდება, სამუშაო ადგილები ისევ იქნება, ტურისტები ისევ იქნებიან და ეს იწვევს ამ დადებით მოლოდინებს,“-განმარტა გვენეტაძემ.

იხილეთ ვიდეო:კობა გვენეტაძემ კომიტეტის სხდომაზე ლარის კურსის შესახებ ისაუბრა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა