22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, თავდაცვის ძალებმა 1 718 016 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით და 2 532 937 ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი

22 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით, 1 718 016 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 532 937 ადამიანს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 161 პირს, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტემპერატურის მქონე პირებზე ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს, შედეგად კი, დროულად მოხდა შესაძლო ინფიცირებულ პირთა გადაადგილების აღკვეთა და დაავადების გავრცელების პრევენცია.

"საქართველოს თავდაცვის ძალები (4800 სამხედრო მოსამსახურე) ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათ ეფექტიანად გამოიყენეს ნატო-ს სტანდარტების სპეციალური მომზადების ფარგლებში მიღებული უმნიშვნელოვანესი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. 21 მარტს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდნენ, რამაც შეზღუდა სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაწესებულ გამკაცრებულ შეზღუდვებს, თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 24 საათიან საგანგებო რეჟიმში აკონტროლებდნენ. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვადასხვა ქალაქებთან განთავსებული 130-მდე ბლოკპოსტიდან 85საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ხორციელდებოდა მოქალაქეების გადაადგილების კონტროლი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება,"- ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა